ზუგდიდში ვიცემერად, შესაძლოა, “თიბისი ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის მმართველი დაინიშნოს

992

ზუგდიდში ვიცემერად, შესაძლოა, “თიბისი ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის მმართველი გეგა (გიორგი) შენგელია დაინიშნოს. აღნიშნული ინფორმაცია გამოცემა “ინტერპრესნიუსს“ შენგელიამ არ დაუდასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

“მოლაპრაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ ვერ დაგიდასტურებთ. უახლეს მომავალში გახდება ცნობილი. მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ“, – აღნიშნა გეგა შენგელიამ.

ის ორი დღის წინ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში იმყოფებოდა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავდა, თუმცა მან მინისტრთან შეხვედრა არ დაადასტურა.

შეგახსენებთ, ზუგდიდის ყოფილმა მერმა ლაშა გოგიამ და ვიცემერმა გია გულორდავამ თანამდებობები 12 სექტემბერს დატოვეს. გულორდავა და გოგია პირველ ნოემბერს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.