ახლადრეაბილიტირებულ თეთრ ხიდზე ფილების ნაწილი დამაგრებული არ არის (ვიდეო)

წინა სტატია

შემდეგი სტატია

რეაბილიტირებულ თეთრ ხიდზე ფილების ნაწილი დამაგრებული არ არის. რამდენიმე ფილა ფეხის დაბიჯების დროს მოძრაობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხიდზე გადაადგილების დროს თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

საქმის მწარმოებელი, რომელიც ადგილზე იმყოფება ხიდზე ხარვეზების არსებობას უარყოფს და ამბობს, რომ რამდენიმე ფილა ბოლომდე კონტროლის მიზნით არ ჩაამაგრეს.

“დატოვებული მაქვს რამდენიმე ადგილზე, რომ საჭიროების შემთხვევაში კონტროლის მიზნით ჩავიდე”,–ამბობს საქმის მწარმოებელი და ირწმუნება, რომ ხიდი უსაფრთხოა.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, ბექა ყურაშვილი არ უარყოფს, რომ ხიდზე რამდენიმე ფილა სრულყოფილდ არ არის დამაგრებული, თუმცა, ამბობს, რომ მერიას ხიდი ჯერჯერობით ჩაბარებული არ აქვს. მისივე თქმით, შესაძლოა, ფილების დაზიანება მოტოციკლით გადაადგილებასაც გამოეწვია.

“მე პირადად შევესწარი ასეთ ფაქტს, რომ მოტოციკლებით გადაადგილდებიან”,–ამბობს ბექა ყურაშვილი.

თეთრი ხიდი, რომლის რეაბილიტაციის დასრულებასაც ადგილობრივები ხუთი თვე ელოდნენ მერიამ 3 ნოემბერს გახსნა.

მსგავსი სიახლეები