ოზურგეთის სოფელ გურიანთში საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია უტარდება

793

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში შენობის გადახურვა მიმდინარეობს.

ამასთან, სრულდება სამზარეულოს, საწყობი ოთახის და სველი წერტილების კეთილმოწყობაც. ასევე, ბაღის ეზოში დამონტაჟდა ჭაბურღილი. სამუშაოებს შპს “გრუზ ჯგუფი” ახორციელებს. პროექტის ღირებულება 27 719 ლარს შეადგენს.