თეთრიწყაროში და დაბა მანგლისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობები აშენდება

1227

ქალაქ თეთრიწყაროში და დაბა მანგლისში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ახალი ცენტრები აშენდება.

როგორც მერიაში აცხადებენ, ახალი პუნქტების მშენებლობა გააუმჯობესებს ჯანდაცვის სერვისის ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით ცენტრს დაშორებული სოფლების მოსახლეობისათვის. შენობები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აშენდება და აღიჭურვება სამედიცინო, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ინვენტარით.

მათივე ინფორმაციით, პროქტი ამ ეტაპზე სავალდებულო ექსპერტიზას გადის, ხოლო სამშენებლო სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება.

აღნიშნულ პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ერთობლივად ახორციელებენ