საგარეჯოს მუნიციპალიტეტში საირიგაციო სისტემას რეაბილიტაცია უტარდება

1381

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღდგენილი საირიგაციო სისტემით მუნიციპალიტეტის 5 სოფლის (ნინოწმინდა, საგარეჯო, გიორგიწმინდა, თოხლიაური, მანავი) მოსახლეობა ისარგებლებს.

როგორც “საქართველოს მელიორაციაში” აცხადებენ, აღდგენითი სამუშაოები მარცხენა მაგისტრალური არხის 14 კილომეტრიან მონაკვეთს და მასზე არსებულ სხვადასხვა ჰიდროტექნიკურ ნაგებობას (გალერეა, დიუკერი, გვირაბი, სახიდე გადასასვლელი, ღვარსაშვი) უტარდება.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოების შედეგად, კახეთში სარწყავი წყლის მიწოდება 5 000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.