რიჟვაძე: მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდების მხრიდან წამოსულ ყველა იდეას

701

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკის ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში უახლოეს მომავალში ტექნოპარკი გაიხსნება, რომელიც შექმნის მაღალტექნოლოგიურ გარემოს სტარტაპების განვითარებისთვის.

“ჩვენი ქვეყნის მომავალი და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა სწორედ რომ განათლებულ და ტექნოლოგიებთან ახლოს მყოფ ახალგზარდებზე დგას. ჩვენ მივისწრაფით იმგვარი გარემოს ჩამოყალიბებისკენ, სადაც თითოეული ახალგაზრდა იქნება თანაბარუფლებიანი, ინფორმირებული, ექნება განვითარების მრავალმხრივი შესაძლებლობები. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდების მხრიდან წამოსულ ყველა ქმედით იდეასა და ინიციატივას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკში რეგიონიდან 30 ახალგაზრდა იყო ჩართული. 3 დღიანი ბანაკი მოიცავდა სესიებს, პრაქტიკულ დავალებებსა და გუნდურ სამუშაოებს მეწარმეობის, პროფესიული განვითარების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ.