ჩუღურეთის რაიონში თბილისური ეზოების მოასფალტება დასრულდა

876

ჩუღურეთის რაიონში თბილისური ეზოების მოასფალტება დასრულდა. კერძოდ, დონდუას N2, ქვლივიძის N5, კახიძის N7, წმინდა ნიკოლოზის N15, ჩიტაიას N16-სა და N20-ში მდებარე ეზოებში გზა დააგეს.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, აღნიშნულ მისამართებზე 450-მდე ოჯახი ცხოვრობს.

მათივე ცნობით, ასფალტის საფარის დაგებამდე, ყველა ეზოში მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოები შპს „პარმა“-მ შეასრულა. პროექტის ღირებულება 40 000 ლარს შეადგენს.