გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის შენობაში შეხვედრები გამართა

734

გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის შენობაში შეხვედრები გამართა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ალექსანდრე მოწერელია კი ზუგდიდში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობა დაევალა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ, პარტიის ადგილობრივ ოფისში მიიღეს.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რამდენიმე საათია სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის შენობაში შეხვედრებს მართავდა. შენობაში რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა, მუნიციპალიტეტების მერები და მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია იმყოფებოდნენ.