საბურთალოს რაიონში, ბუდაპეშტის პირველ შესახვევში, გზის რეაბილიტაცია დასრულდა

651

საბურთალოს რაიონში, ბუდაპეშტის პირველ შესახვევში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, ბორდიური და 1 330 მ2 ფართობზე ასფალტის ახალი საფარი, ასევე, 130 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო. ხოლო კომპანია “GWP-მა“ წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია განახორციელა. ამასთან, აღნიშნულ ქუჩაზე გზის დამჭერი კედელიც მოეწყო.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 110 000 ლარი გამოიყო.