ზუგდიდის მთავარ მოედანს თავისუფლების მოედნის სახელი მიენიჭება

887

წინა სტატია

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანს თავისუფლების მოედნის სახელს მიანიჭებენ. აღნიშულ საკითხს თანხმობა საკრებულოს სხდომაზე დეპუტატეტბმა ერთხმად მისცეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

საკრებულოში ინიციატივა, რომლის თანახმადაც, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ტერიტორიას თავისუფლების მოედანი უნდა ეწოდოს, ჯერ კიდევ ივლისის თვეში დარეგისტრირდა.

ამასთან, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე გადაწყდა, რომ ზუგდიდსა და რამდენიმე სოფელში უსახელო ქუჩებს სახელებს დაარქმევენ.

აღნისნული განკარგულება, როგორც ადგილობრივ მერიაში, ისე საჯარო რეესტრსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, შსს-სა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადაიგზავნება.