ხონში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლომდე დასრულდება

767

ქალაქ ხონში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით კომპანია “არქეოპოლისი” შიდა საუბნო გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.

მერიის ინფორმაციით, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია ჩოლოყაშვილის, ნუცუბიძის, გამსახურდიასა და ხობუას ქუჩებზე მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გზების მოხრეშვა – მოშანდაკება და სანიაღვრე არხების კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ ქუჩებზე გზები წლების განმავლობაში მოუიწესრიგებელი იყო და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა.

შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლომდე დასრულდება.