ექსპერტები: სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 20 მილიონი ლარი არასაკმარისია

800

წინა სტატია

ავტორი: “საქმის კურსი”

როგორც ცნობილია, 2019 წლიდან ხელისუფლება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენას გეგმავს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, პროგრამისთვის 2019 წელს 20 მილიონი ლარი გამოიყოფა.

კოალიციის “ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის” წევრი, ირაკლი მელაშვილი პროგრამის აღდგენას მიესალმება, თუმცა, აცხადებს, რომ თანხა არასაკმარისია და ამიტომ მისი ეფექტიანობა დაბალი იქნება. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ აუცილებელია, მკაფიოდ გაიწეროს პროექტების შერჩევისას მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები. მისი თქმით, აუცილებელია, სოფლის კრებებზე მოსახლეობამ თავად გადაწყვიტოს, რა პრობლემის მოგვარება სურთ სოფელში.