ქალაქ საგარეჯოსა და რამდენიმე სოფელში სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები დაამონტაჟეს

871

ქალაქ საგარეჯოსა და რამდენიმე სოფელში სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები დაამონტაჟეს. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.

სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები ქალაქ საგარეჯოში, სოფელ ლამბალოში, ბადიაურში, პატარა ჩაილურში, დიდ ჩაილურში, პატარძეულსა და ნინოწმინდაში დამონტაჟდა.

როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ბარიერები ძირითადად სკოლებსა და საბავშვო ბაღებთან გაკეთდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 26 000 ლარი დაიხარჯა.