ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის ჯარიმა 20 000 რუბლამდე იზრდება

752

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პარლამენტმა ე.წ. საზღვრის დარღვევაზე ჯარიმების გაზრდის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.

კანონპროექტის მიხედვით, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევაზე ფულადი ჯარიმა 2 000-დან 20 000-მდე რუბლი იქნება. ოფიციალური პირების მიმართ 30 000-დან 50 000-მდე რუბლამდე, ხოლო იურიდიულ პირს 400 000-დან 800 000-მდე რუბლამდე დააჯარიმებენ.

ე.წ. პარლამენტი კანონპროექტს უახლოეს დღეებში განიხილავს.

ამჟამად ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის ჯარიმა 500-დან 1000 რუბლამდეა, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის კი, 2 000-დან 5 ათასამდე.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მთავრობაში აცხადებენ, რომ  ჯარიმის არსებული ოდენობა მცირეა და შემაკავებელ ფაქტორს არ წარმოადგენს.

ე.წ. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში რჩება და მისი გათავისუფლება ჭიანურდება.

განმეორებით დაკავების შემთხვევაში ე.წ. ჯარიმის თანხა ორმაგდება. მესამედ დაკავებისას კი პირს უკვე რამდენიმეთვიანი პატიმრობა ემუქრება.