C ჰეპატიტის მედიკამენტებს უფასოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებიც მიიღებენ

684

C ჰეპატიტის პროგრამით მოსარგებლეთა არეალი ფართოვდება. პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირები C ჰეპატიტის სამკურნალო უახლესი თაობის ძვირდაღირებულ მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ. საკითხს დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ფარმაცევტულ კომპანია „გილეადთან“ გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდული, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მხცოვრები პირები, ვისაც პირადობის ნეიტრალური მოწმობა, ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი აქვს, C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვას შეძლებენ.

სამინისტროსვე ინფორმაციით, C ჰეპატიის პროგრამაში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 38 ათასამდე ბენეფიციარი. მკურნალობის კურსი 29 ათასზე მეტმა დაასრულა, განკურნების მაჩვენებელმა კი 98 პროცენტს შეადგენს.

წყარო: ლაივპრესი