იმერეთის გუბერნატორი: ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მხრივ პრობლემებია

1841

წინა სტატია

იმერეთის გუბერნატორის შავლეგო ტაბატაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების მხრივ, როგორც ყველა მუნიციპალიტეტში, პრობლემები არსებობს ქუთაისშიც.

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრაც ამ პრობლემებზე საუბარს და მათი მოგვარების გზებს ეხებოდა. მისი თქმით, მომავალში პროექტები მოსახლეობაზე მეტად მორგებული იქნება.

“კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ყველა მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა სახის შენიშვნა, მათ შორის ქუთაისშიც არსებობს პრობლემები, გეთანხმებით რუსთაველის და თბილისის ქუჩებთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი პრობლემაა თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში.

ეს შეხვედრაც ზუსტად იმას ემსახურებოდა, რომ აღნიშნული პრობლემები სწრაფად მოგვარდეს და ის სამუშაოები, როგორც ქუთაისში, აგრეთვე სხვა მუნიციპალიტეტში.

ზუსტად ამ პრობლემების მოგვარებაზე ვისაუბრეთ და დარწმუნებული ვარ, 2019 წელს გაცილებით კარგად მოხდება დაგეგმვა და გაცილებით ეფექტურ და მოსახლეობაზე მორგებულ პროექტების განხორციელებას შევძლებთ”, – განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.

შეგახსენებთ, რომ იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე დღეს მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა.