ქუთაისში ერთ-ერთ ქუჩას რეზო ჭეიშვილის სახელი დაარქვეს

931

ქუთაისში უსახელო ქუჩას, ცნობილი ქუთაისელი მწერლის, რეზო ჭეიშვილი სახელი დაარქვეს.
ინიციატივა ქუთაისის რიგით მე–13 საკრებულოზე დაამტკიცეს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

რეზო ჭეიშვილის ქუჩა ქუთაისში, ნიკეასა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების ბოლო მონაკვეთზე არსებული შემაერთებელი ქუჩაა, სადაც ჯერჯერობით მჭიდრო დასახლება არ არის.

“ქუჩას ჰქონოდა რეზო ჭეიშვილის სახელი იყო მერის ინიციატივა. მალე აბრებს დავკრავთ იმ ობიექტებზე რაც არსებობს,” – ამბობს ქუთაისის საკრებულოს ქონების მართვის და დაქალაქო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ჭეიშვილი.

ცნობილი ქართველი მწერალი და დრამატურგი, რეზო ჭიშვილი ქუთაისში დაიბადა.