ხაშურის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ყოველწლიური ანგარიში წარადგინეს

780

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილმა ხაშურელ ამომრჩეველს ყოველწლიური ანგარიში წარუდგინეს.

როგორც  ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, შეხვედრაზე მომხსენებლებმა იმ ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, კულტურულ და სამოქალაქო პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომელიც გასული წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში განხორციელდა. ამასთან, მათივე ცნობით, განიხილეს სამომავლო გეგმებიც.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილების წესით, გაწეული მუშაობის შესახებ საკრებულოს და საკუთარ ამომრჩეველს ანგარიში წარუდგინოს.