გორის სოფელ მეჯვრისხევის საბავშვო ბაღმა ფუნქციონირება ალტერნატიულ ფართში დაიწყო

810

წინა სტატია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები დღეიდან დაქირავებულ ფართში ივლიან. სააღმზრდელო დაწესებულება ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე განთავსდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“ამ ეტაპზე, ბაღში 127 აღსაზრდელი ირიცხება. სულ არის 3 ჯგუფი, შეიძლებოდა ერთი ჯგუფიც დაგვემატებინა, მაგრამ მეტის საშულებას არ გვაძლევს ის ფართი, სადაც ახლა განთავსდა საბავშვო ბაღი. ნორმალური სიტუაციაა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბავშვებისთვის შევქმნათ საუკეთესო პირობები“, – განაცხადა ლია კოვზიაშვილმა.

ლია კოვზიაშვილის ინფორმაციით, მიმდინარეობს პროექტის შემუშავება ახალი საბავშვო ბაღის ასაშენებლად.ბაღის მშენებლობა კი 2019 წელს უნდა დაიწყოს.

მეჯვრისხევის საბავშო ბაღის ყოფილი შენობა 1987 წელს აშენდა. მიმდინარე წლის ზაფხულში შენობას ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის დასკვნის საფუძველზეც, შენობაში სასწავლო პროცესი შეწყდა.