ნანავა: არ არის გამორიცხული ზუგდიდის ა(ა)იპ-ების თანამშრომლების შემცირება

605

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ა(ა)იპ-ების ოპტიმიზაციას გეგმავს, – ამის შესახებ მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ მერიის მიერ ერთი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოს ანგარიშზე განაცხადა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“ოპტიმიზაცია იგეგმება, რადგან ადმინისტრაციული ხარჯები უნდა შემცირდეს, მაგრამ ეს ვერ იქნება დღეს და ხვალ, ეს იქნება სამომავლოდ, რომ შეირჩეს პროფესიონალები“, – განაცხადა მაიზერ ნანავამ.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული ა(ა)იპ-ების თანამშრომლების შემცირება.