ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს

1130

ლანჩხუთის მუნიციპალიტეში, გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, გვიმბალაურის ყოფილი კოლეჯის ეზოში ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის სამშენებლო სამუშოებს შპს “ნიკა” აწარმოებს. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება კი 776 774 ლარია.

“აკადემია დასავლეთ ზონაში ერთადერთი იქნება და ის 50-60 ბავშვს მოემსახურება. ამავე ეზოში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ სტადიონის მშენებლობაც არის დაგეგმილი”, – აცხადებენ მერიაში.