დაბა სტეფანწმინდაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა სრულდება

869

წინა სტატია

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა სრულდება.

სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება 1 442 761 ლარია.

აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება ექნებათ კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები. ამასთან, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, ალპინიზმის მოყვარულთათვის, პროექტს კლდეზე საცოცი კედელი დაემატა.