ლილოში სამგზავრო მიკროავტობუსი გადაბრუნდა

900

თბილისში, ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ყვითელი სამარშრუტო ტაქსი გადაბრუნდა, რომელშიც მგზავრები იმყოფებოდნენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ერთმანეთს ოთხი სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის, თუმცა დაშავებული 6 მოქალაქე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ დაშავებულები ე.წ. არამიანცის კლასტერში არიან გადაყვანილი, კერძოდ, ორი მათგანი მოთავსებულია ინგოროყვას კლინიკაში, სამი – “ამტელში“ და ერთი გადაუდებელი ქირურგიის ცენტრში.

მათი ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

“თბილისის მიკროავტობუსი“ ლილოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზზე საუბრობს. როგორც

“ლილოს მიმდებარედ გზაზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა. თავდაპირველად “მერსედესის“ მარკის ავტომობილს ტრაილერი შეეჯახა, რამაც ყვითელ მიკროავტობუსზე დაჯახება გამოიწვია და აღნიშნული მიკროავტობუსი მეორე ყვითელ მიკროავტობუსს დაეჯახა, რომელიც შემთხვევის შედეგად გადაბრუნდა“, – განაცხადეს “თბილისის მიკროავტობუსის“ კომპანიაში.

მათივე თქმით, არ იკვეთება 165 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლის ბრალეულობა.