კალაძე: სამგორი-ლილოს მიმართულებით მეტროს მშენებლობაზე ტენდერი ნოემბრის ბოლოს გამოცხადდება

863

წინა სტატია

კალაძის თქმით, მიწისზედა მეტროს სადგური უკვე არსებულ სადგურს დაუკავშირდება სამგორში. როგორც კალაძემ აღნიშნა, ხაზზე 7 მეტროსადგური მოეწყობა და პირველ ეტაპზე ლოდინის დრო 10 წუთი იქნება.

თბილისის მერმა კახა კალაძემ და პრემიერმა მამუკა ბახტაძემ “მწვანე პოლიტიკა – ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე განაცხადეს, რომ 2019 წლის ბოლოს დაიწყება ახალი მიწისზედა მეტროს მშენებლობა სამგორიდან ლილოს მიმართულებით. ასევე, მეტროს განვითარების მეორე ეტაპზე იგეგმება თბილისი-რუსთავის დაკავშირება მიწისზედა მეტროს საშუალებით.