თბილისის მერია კამპანიას “გაუფრთხილდი ქალაქს“ იწყებს

1202

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერია კამპანიას “გაუფრთხილდი ქალაქს“ იწყებს.

“ხშირია შემთხვევები, როდესაც მიზანმიმართულად ხდება დაზიანებები, იგივე სკვერების, მოწესრიგებული ქუჩების – ძალიან ბევრია ასეთი ვანდალური ფაქტები. ამის კადრებიც არსებობს. ჩვენ ვიწყებთ სოციალურ კამპანიას “გაუფრთხილდი ქალაქს“, რომელიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას, სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას და ქალაქზე ზრუნვის კულტურის განვითარებას.

კამპანია ყველა მოქალაქეს საშუალებას მისცემს მაქსიმალურად ჩაერთოს ქალაქის მოვლა -პატრონობის პროცესში, გაუფრთხილდეს არსებულ ინფრასტრუქტურას, მწვანე საფარს, იზრუნოს სისუფთავეზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტში ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთვება. ის , რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს ყველა ჩვენგანისაა, ეს არის ჩვენი ქალაქის.

შესაბამისად, როდესაც თანხები იხარჯება, ესეც ჩვენი მოსახლეობიდან ამოღებული თანხებია, რომელიც მოდის ბიუჯეტში და ჩვენ ვუწევთ მენეჯმენტს. მგონია, რომ ამ პროექტში ბევრი ადამიანი ჩაერთვება“, – განაცხადა კახა კალაძემ.