მთაწმინდის რაიონში 9 თვეში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 7 657 513 ლარი დაიხარჯა

668

მთაწმინდის რაიონში 9 თვეში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 7 657 513 ლარი დაიხარჯა.

გამგეობის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 14 771 კვ.მ ფართობზე; მოეწყო 1 ახალი და რეაბილიტირდა 7 სკვერი; მოეწყო გრუნტის დამჭერი 15 კედელი; მიწისქვეშა კომუნიკაცია მოწესრიგდა 23 მისამართზე; ამასთან, შინდისში მოეწყო წყლის სამკილომეტრიანი მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი; რეაბილიტირდა 3 სპორტულ მოედანი; ხოლო, კეთილმოწყობის სხვადასხვა სამუშაო განხორციელდა 28 მისამართზე; გამწვანების სამუშაოები ჩატარდა 110 მისამართზე; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, განხორციელდა 114 პროექტი; ჩატარდა 8 სპორტული ღონისძიება;

ასევე, როგორც გამგეობაში აღნიშნავენსადარბაზოს რეაბილიტაციისას გამოვლინდა მე-19 საუკუნის ადრეული მხატვრობა და აღნიშნული ფერწერული კომპოზიცია პირვანდელი სახით აღდგება.

ამასთან, მათივე ცნობით, აზეულას ციხესიმაგრის მიმართულებით, ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. მხატვრულად განათდა ციხე და მიმდებარე ტერიტორია;