9 თვეში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, დიდუბის რაიონში, 9 მილიონზე მეტი დაიხარჯა

681

დიდუბის რაიოში 9 თვეში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 9 052 800 ლარი დაიხარჯა.

გამგეობის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურა 45 948 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა; მიწისქვეშა კომუნიკაცია გამოიცვალა 15 მისამართზე; გამწვანების სამუშაოები ჩატარდა 670 მისამართზე; რეაბილიტაცია ჩაუტარდა 36 სკვერსა და 31 სპორტულ მოედანს; 47 ავტოფარეხს ჩაუტარდა დემონტაჟი; საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყო 5 მისამართზე, ხოლო, 11 მისამართზე დამონტაჟდა ფიტნეს ტრენაჟორები; ამასთან, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 102 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა და ჩატარდა 10 კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება.