ქუთაისის შემოვლითი გზის ასაშენებლად 204.5 მილიონის ტენდერები გამოცხადდა

1366

ქუთაისის შემოვლითი გზის ასაშენებლად ტენდერები გამოცხადდა. გზა ოთხ ლოტად აშენდება და ჯამში, 204.5 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ინფორმაციას gbc.ge ავრცელებს.

ლოტი 1-ის მშენებლობისთვის 57,63 მლნ ლარია გამოყოფილი, მეორე მონაკვეთისთვის 55,82 მლნ, გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობა დაახლოებით, 48,35 მლნ, ხოლო მეოთხის 42,75 მლნ დაჯდება. ჯამში, 204.5 მლნ ლარია გათვალისწინებული. გზის მშენებლობა სრულად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

მთლიანობაში, 41.3 კმ ორზოლიანი გზა აშენდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი არსებული ორზოლიანი გზა 2014 წლის ნოემბერში გაიხსნა და ამ მონაკვეთზე ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევების გამო, გაცალმხრივდება. ახალი პროექტის მიხედვით, ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება.