კრწანისის რაიონში, თელეთის N6-ში, საცხოვრებელ სახლს ამაგრებენ

634

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის ფარგლებში, კრწანისის რაიონში, თელეთის N6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, შენობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო, რის გამოც, ფასადის ჩამოშლის საფრთხე არსებობდა. პირველ ეტაპზე, სახლის ნაწილობრივი დემონტაჟი განხორციელდა, ამჟამად კი, ბოძები და გრუნტის დამჭერი კედელი ჩაისხა. ასევე, გამგეობის ინფორმაციით, დაისხა სახლის მეორე სართული. ამასთან, სამუშაოების ფარგლებში, სახლის ფასადი, სახურავი და კიბე განახლდება. შენობის საძირკველს სრული გამაგრება ჩაუტარდა.

“სახლი პირველადი იერსახით აღდგება და გამაგრების შემდეგ, შენობის ავთენტურობა სრულად შენარჩუნდება. სამუშაოებს შპს “აილამა“ მიმდინარე წლის ნოემბერში დაასრულებს”, – აცხადებენ გამგეობაში.