ზეტსაფონის სოფელ ზოვრეთში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

775
სოფელ ზოვრეთის საბავშვო ბაღი - ზესტაფონი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთში 2017 წელს დაიწყებული საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა.

როგორც მერიაში აცხადებენ, სოფელ ზოვრეთის ახლადგარემონტებულ საბავშვო ბაღში, სასწავლო პროცესი თითქმის 15 წლის შემდეგ განახლდა. მათი თქმით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შენობას, რომელიც 80-იან წლებში აშენდა, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და უკვე მზადაა სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის.

მერიის ცნობით, ზოვრეთის N27 ბაღის სააღმზრდელო პროცესში რვა ადამიანია ჩართული და მას შორენა მალაღურაძე უხელმძღვანელებს. ამასთან, საბავშვო ბაღში ამჯერად 26 აღსაზრდელია და მხოლოდ ერთი ჯგუფი ფუნქციონირებს.

“საბავშვო ბაღი ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, აქვს საუკეთესო ინფრასტრუქტურა და ინვენტარი. ვიმედოვნებ, პედაგოგები და აღმზრდელები მშვიდ და საიმედო გარემოს შეუქმნიან ჩვენს პატარებს“,-  აღნიშნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ.