ამბროლაურის სოფლებში წყლის სათავე ნაგებობებსა და წყალსადენ სისტემებს რეაბილიტაცია უტარდება

660

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილში, წყლის სათავე ნაგებობებისა და წყალსადენი სისტემების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ხორციელდება.

მერიის ინფორმაციით, სოფელ ურავში წყლის ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია დასრულდა და ამჟამად წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები სოფელ ლიხეთში, კაჩაეთში (ე.წ. “დვლების უბანი“), ჭყვიში, ქვიშარში, ზედა ბუგეულში, აბანოეთში (ე.წ. გაბრიჭაულების უბანი“), კრიხში (შუა უბნის), იწაში, სხვავაში და მუხლიში (ე.წ. “ქოჩლაძეების უბანი“) მიმდინარეობს. ამასთან, მათივე ცნობით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სოფელ მეორე ტოლაში ე.წ “ქედისუბნისა“ და პატარა ონის წყლის სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია.

როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 600 000-მდე ლარს შეადგენს.