დედაქალაქში ზურაბიშვილმა ვაშაძესთან 4 158 ხმით წააგო

671

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, დედაქალაქში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან 4 158 ხმით წააგო.

სულ თბილისის მასშტაბით 10 საარჩევნო ოლქია, საიდანაც კანდიდატებმა ხუთ-ხუთი ოლქის მოგება შეძლეს, თუმცა, საბოლოო ჯამში სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული ხმები გრიგოლ ვაშაძის მიერ მიღებულ ხმებზე ნაკლებია.

წინასწარი მონაცემებით, ზურაბიშვილმა მთაწმინდის, ვაკის, საბურთალოს, ჩუღურეთისა და დიდუბის ოლქები მოიგო. რაც შეეხება ვაშაძეს, მან კრწანისის, ისნის, სამგორის, ნაძალადევისა და გლდანის საარჩევნო ოლქების მოგება შეძლო.

აღსანიშნავია, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 704 უბნის, ანუ უბნების 99.97% უკვე დათვლილი აქვს.

საარჩევნო ოლქებისალომე ზურაბიშვილიგრიგოლ ვაშაძე
მთაწმინდა9 573
37.62%
7 971
31.32%
ვაკე18 849
37.14%
14 904
29.37%
საბურთალო23 495
37.55%
19 021
30.4%
კრწანისი6 488
37.12
6 689
38.27%
ისანი13 856
32%
16 957
39.16%
სამგორი16 978
29.9%
23 826
41.95%
ჩუღურეთი10 358
38.99%
8 914
33.56%
დიდუბე12 907
38.56%
10 370
30.98%
ნაძალადევი18 758
33.4%
20 576
36.63%
გლდანი17 782
29.84%
23 974
40.23%
სულ149 044 ხმა153 202 ხმა