აბაშაში სასწრაფო დახმარების ცენტრის ოფისი შენდება

1378

აბაშის მუნიციპალიტეტში “საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის” თანამედროვე ტიპის ოფისის მშენებლობის მიმდინარეობს.

როგორც მერიაში აცხადებენ აბაშის მუნიციპალიტეტს აქამდე სპეციალიზებული სასწრაფო სამედიცინო ცენტრის შენობა არ ჰქონდა. მათვე ინფორმაციით,  ამჟამად აღნიშნული ცენტრი “ევექსის“ აბაშის ჰოსპიტალის შენობაშია განთავსებული.

მერიის ცნობით, ახალი პროექტის მიხედვით, შესაძლებელი იქნება თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით განხორციელდეს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება.

აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 234 189 ლარია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ოფისის მშენებლობა ნოემბრის ბოლოს დასრულდება. სამუშაოებს შპს “თ.ბ-კაპიტალი“ აწარმოებს.