თბილისის 150 ბაღში სწავლის პროცესი ერთი დღით შეწყდა

668

თბილისის 150 საბავშვო ბაღში საპრეზიდენტო არჩევნებზე საარჩევნო უბნები იყო გახსნილი, რის გამოც ამავე ბაღებში დღეს სანიტარული დღეა გამოცხადებული. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ბაღების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

“მოხდება საბავშვო ბაღის შენობების დასუფთავება–დეზინფიცირება, რაც აუცილებელია აღნიშნულ ბაღებში დღეს მიმდინარე საარჩევნო პროცესის გამო“, – აცხადებენ სააგენტოში.

ბაღების სააგენტოს ცნობით, თბილისში სულ 180 საბავშვო ბაღია. დანარჩენ 30 ბაღში კი სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ ჩატარდება და ისინი სანიტარული დასუფთავების მიზნით არ დაიკეტებიან.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართა.