CDD: არჩევნების დღის პროცესი მშვიდ, ორგანიზებულ გარემოში და კანონის ნორმების დაცვით წარიმართა

850

არჩევნების დღის მიმდინარეობისას CDD-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ დაფიქსირებულია მცირე პროცედურული ხასიათის ერთეული დარღვევები (დოკუმენაციის არასათანადო წარმოება, მარკირების პროცედურის არაჯეროვანი შესრულება, კომისიის წევრების მხრიდან წილისყრის პროცესში მონაწილეობის არ მიღება, დამკვირვებლების მიერ თავიანთი უფლების განხორციელების შეზღუდვა და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანზე დაგვიანებით დაშვება, თუმცა ზემდგომი საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმირების შემდეგ აღნიშნული შეფერხება მალევე გამოსწორდა და სხვ.). ჩვენი შეფასებით ზემოთხსენებული ხასიათის დარღვევები არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენდა.

სადამკვირვებლო მისიის შეფასებით მთლიანობაში პროცესი წარიმართა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
აღსანიშნავია საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენები, მათ შორის მედიაში გავრცელებული ფაქტები ე.წ. პოლიტიკური პარტიების კოორდონატორების მხრიდან ამომრჩეველთა რეგისრაციის ფაქტები, რაც არ წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას, თუმცა შესაძლებელია აღიქმებოდეს ამომრცევლის ნებაზე ირიბი ზეწოლის მცდელობად. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია საარჩევნო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, რათა მოხდეს აღნიშნული პროცცესის რეგულაცია.
CDD-ს სადამკვირვებლო მისია აგრძელებს პროცესის მონიტორინგს.

აქვე, მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს სიმშვიდისკენ. მსგავსი კონკურენტული არჩევნების ფონზე მნიშვნელოვანია პოლიტიკურმა პარტიებმა და საარცევნო სუბუექტებმა გამოიჩნონ მაღალი პოლიტიკურიი კულტურა და მოუწოდონ საკუთარ მხარდამჭერებს სიმშვიდისაკენ. მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაციას მიეცეს შესაძლებლობა მშვიდ გარემოში მოახდინონ არჩევნების შედეგების შეჯამება და წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით მეორე ტურისათვის სათანადოდ მომზადება.