საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლების განსხვავებული შედეგები

20:00 საათზე, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის დასრულებისთანავე, სამი ეგზიტპოლის შედეგი გახდა ცნობილი.

“ქართული ოცნების” დაკვეთით “ფსიქოპროექტის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იმარჯვებს.

ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებში ხმათა უმრავლესობა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო – 52.3%, მეორე ადგილზეა გრიგოლ ვაშაძე 28.1%-ით, მესამე ადგილზე – დავით ბაქრაძე 9.2%-ით, მეოთხე ადგილიზე კი – ზურაბ ჯაფარიძე 3.3%ით.

ეგზიტპოლი 100 უბანზე ჩატარდა და მის ფარგლებში 5124 ამომრჩეველი გამოიკითხა. “ქართული ოცნების” ცნობით, მათი ეგზიტპოლის შედეგების ცდომილება 2.6%-ია.

გამოქვეყნდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით “Edison Research”-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, 16:00 საათის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში 40-40% სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ მიიღეს. დავით ბაქრაძემ – 10%; შალვა ნათელაშვილმა – 3%; დავით უსუფაშვილმა – 2% და ზურაბ ჯაფარიძემ – 2%.

კიდევ ერთი ეგზიტპოლის მიხედვით კი, რომელიც “ევროპული საქართველოს” დაკვეთით, BCG Research–მა ჩაატარა, გრიგოლ ვაშაძემ – 37%; სალომე ზურაბიშვილმა – 34%, დავით ბაქრაძემ – 17%; შალვა ნათელაშვილმა – 5% და სხვა კანდიდატებმა 7% მიიღეს.

***

ინფორმაცია  “Edison Research”-ის ეგზიტპოლის შესახებ

ეგზიტ პოლებში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და თანმიმდევრობა_Edison Research_28.10.2018

 

 

 

მსგავსი სიახლეები
ჩემი არჩევის შემთხვევაში, ყველას მერი ვიქნები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ხულოს მერობის კანდიდატმა განაცხადა.
25 წლის ტარა კემპბელი კალიფორნიის შტატის ყველაზე ახალგაზრდა ქალი მერია. ის ქალაქ იორბა ლინდას მერი 2018
წინა სტატია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი, სავარაუდოდ, 20 მილიონით გაიზრდება. ინფორმაციას droa.ge-ს ინფრასტრუქტურის სამინისტროში უდასტურებენ.
ცხოველთა თავშესაფრის პროექტის ავტორებმა გამოცემა "რადიო მოზაიკას" განუცხადეს, რომ "ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის პროექტი გადაწერილია". მათი თქმით,
❗️ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესში არსებული სკოლა 188 მოსწავლეზეა გათვლილი. დღეს იქ მხოლოდ 23 მოსწავლე სწავლობს,
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრა გამართა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე
წინა სტატია ავტორი: მაგდა პოპიაშვილი "მიმდინარეობს ე.წ. ფისკალური დეცენტრალიზაციის პროცესი, როდესაც ადგილობრივ თვითმმართველობებს ექნებათ მეტი
ოზურგეთში სამკერვალო ფაბრიკა გაიხსნა. სამკერვალო ფაბრიკაში  ZARA-ს, MANGO-სა და Bershka-ს პროდუქცია იკერება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, დედაქალაქში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე
წინა სტატია შიდა ქართლის საიმიჯო კლიპი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტით გადაიღეს. საიმიჯო კლიპი ორ ენაზე – ქართულ
ვაკის რაიონში, რამდენიმე მისამართზე, გზას აწესრიგებენ. მათ შორის, გზის რეაბილიტაცია წყნეთში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზეც მიმდინარეობს. ტერიტორიაზე
თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში არის ადგილები, რომელიც რეკრეაციული იყო და გენგეგმით სამშენებლო არეალში
გამოცემა "კომერსანტი"  დაინტერესდა იმ ტენდერების რაოდენობით და მოცულობით, რომელიც თბილისის მერიამ 1 ივნისიდან დღემდე გამოაცხადა.
საქართველოს ბანკი განათლების ახალი მასშტაბური პროგრამის განხორციელებას აანონსებს, რომელიც საქართველოს მასშტაბით ინგლისური ენის სწავლებას მოიცავს.
ურეკი-შეკვეთილის სანაპირო ზოლს ასუფთავებენ. სამუშაოებს ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრი“ ახორციელებს. როგორც ოზურგეთის მერიაში აცხადებენ,
%d bloggers like this: