ჭიათურის პირველ სამუსიკო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

867

ჭიათურის მუნიციპალიტეტის პირველ სამუსიკო სკოლაში შიდა ინტერიერისა და გარე ფასადის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.

როგორც მერიაში აცხადებენ, სანდრო კავსაძის სახელობის სამუსიკო სკოლაში ,რომელშიც 320 მოსწავლე სწავლობს, კაპიტალური რემონტი 1964 წლის შემდეგ არ ჩატარებულა.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს “გოლდ ენდ ბრომ“ შეასრულა. ხოლო, პროექტის ღირებულება – 100 693 ლარს შეადგენს.

“მნიშვნელოვანია, რომ ამ მართლაც დიდი ისტორიის მქონე სკოლას ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი და მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს აქვთ საშუალება უკეთეს გარემოში ისწავლონ და იმუშაონ”,-განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ.