მარნეულის სოფელ სადახლოში სასმელი წყლის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპი მიმდინარეობს

728

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში სასმელი წყლის სისტემის მოწყობისა და შიდა ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოების მე-2 ეტაპი მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წყალსადენის ახალი ქსელების მოწყობა, რომლის სიგრძეც, დაახლოებით, 29 კმ იქნება, ასევე საპროექტო ქსელზე პროექტით გათვალისწინებულია მრიცხველების და სახანძრო ჰიდრანტების მონტაჟი. ამასთან, სატუმბ სადგურში დამატებითი დამონტაჟდება ტუმბო. პ

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის დასრულების შემდგომ მოსახლეობა შეუფერხებლად მომარაგდება სასმელი წყალით.

აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის სახელშკრულებლო ღირებულებაა 1 305 935 ლარი.

შეგახსენებთ, რომ 2015-2016 წლებში სოფელს სადახლოში მიმდინარეობდა წყლის დაქსელვითი სამუშაოების პირველი ეტაპი, პროექტის ფარგლებში დაიქსელა 54 კმ სიგრძის პოლიეთილენის მილებით.