რუსთავსა და ქალაქ დაუგავპილისს შორის დამეგობრების სურვილზე შეთანხმება გაფორმდა

639

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ლატვიის ქალაქ დაუგავპილისის მერს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, რუსთავსა და დაუგავპილისს შორის, დამეგობრების სურვილის შეთანხმება გაფორმდა.

შეთანხმების დოკუმენტს, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და დაუგავპილისის მერმა რიჩარდ ეიგიმსმა მოაწერეს ხელი.

ხელმოწერილი დოკუმეტი ორ ქალაქს შორის ბიზნესის, მეცნიერების, კულტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდობის, ტურიზმისა და გარემოს დაცვის საკითხებში თანამშრომლობის განვითარებას ითვალისწინებს.

მერიის ცნობით, მხარეები, მათთვის მინიჭებული კონკრეტული უფლებამოსილებების შესაბამისად, უზრუნველყოფენ რეგულარული კონსულტაციების გამართვას, დელეგაციების გაცვლას, ექსპერტებისა და სპეციალისტების ვიზიტებს. მოახდენენ სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროექტების შემუშავებისა და განხორციელების შესაძლებლობების ანალიზს.