ნაძალადევის რაიონში დამჭერი კედლის მშენებლობა სრულდება

535

ნაძალადევის რაიონში, ცინცაძის პირველი შესახვევი N3-ში, 12 მ სიგრძის და 6 მ სიმაღლის საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს.

როგორც გამგეობაში განმარტავენ, პროექტის განხორციელება სვანეთის ქუჩის მხრიდან გზის ნაწილის ჩავარდნის შემდეგ გახდა საჭირო.

გზის დამჭერი კედლის მშენებლობა რამდენიმე დღეში დასრულდება. პროექტის ღირებულება 81 194 ლარს შეადგენს.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.