ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფელში სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობა მიმდინარეობს

875

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ე.წ. ხობჩოს ტყის ტერიტორიაზე, ახალსოფლის სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობა მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, სამუშაოების წარმოების ადგილის რთული რელიეფიდან გამომდინარე, წარმოიშვა პრობლემები, რომლებიც ამ დროისთვის დაძლეულია და სათავე ნაგებობისკენ მიმავალი გზის გაკვალვა დასასრულს უახლოვდება.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ობიექტზე, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 1 622 000 ლარს შეადგენს, სამუშაოებს შპს “მარიამი ო.ბ. 2006” აწარმობს.