ბახტაძე: სამგორი-ლილოს მიმართულებით მეტროს ახალი ხაზით 230 ათასი ადამიანი ისარგებლებს

1274

წინა სტატია

მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სამგორი-ლილოს მიმართულებით მეტროს ახალი ხაზით 230 000 ადამიანი ისარგებლებს. მისი თქმით საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება “მწვანე პოლიტიკის“ უმთავრესი პრიორიტეტია.

ამასთან, პრემიერმა ელექტრომობილების შემოყვანასთან დაკავშირებულ ინიციატივებზეც ისაუბრა.

“ჩვენი ეკონომიკის “აქილევსის ქუსლი“ არის ძალიან მწვავე სავაჭრო დეფიციტი. ჩვენ სამჯერ მეტი იმპორტი გვაქვს საქონლით ვაჭრობის ნაწილში ვიდრე ვანხორციელებთ ექსპორტს. იმპორტის ყველაზე დიდი რაოდენობა მოდის საწვავზე. ელექტრომობილებით ჩვენ შევძლებთ ძალიან ბევრი სიკეთის მოტანას ჩვენი ეკონომიკისთვის. ეს ნიშნავს გაუმჯობესებულ ეკოლოგიას, ამასთანავე, ეს ნიშნავს გაუმჯობესებულ მაკროეკონომიკურ გარემოს, რადგან ამ პროექტით შემცირდება სავაჭრო დეფიციტი. ჩვენ მნიშვნელოვან შეღავათებს დავაწესებთ სალიზინგო სქემებზე. მოქალაქეს, რომელსაც ჰყავს შიდაწვის ძრავიანი ავტომობილი, იმ ეკონომიის ხარჯზე, რაც ექნება საწვავის ხარჯიდან გამომდინარე, გადაიხდის ავტომობილის ღირებულებას და ფაქტობრივად 5 წლის განმავლობაში გამოისყიდის ახალ ელექტრომობილს“, – განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ბოლოს ახალი მიწისზედა მეტროს მშენებლობა დაიწყება.

ამასთან, ბახტაძის თქმით, საქართველოში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის მიზნით, მოლაპარაკებებს აწარმოებენ.