ლენტეხი-ბავარის გზაზე მოძრაობა აიკრძალა

533

ლენტეხი-ბავარის გზაზე მოძრაობა აიკრძალა. აღნიშნული საავტომობილო გზის კმ14-კმ19 მონაკვეთზე, სავალ ნაწილზე, ადიდებული მდინარე  გადმოვიდა, რის  გამოც, აღნიშნულ  მონაკვეთზე  ყველა  სახის  ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  აკრძალულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამავე გზის კმ20-კმ24 მონაკვეთზე  დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა კი, აკრძალულია.

ხოლო, ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის კმ1-კმ13 მონაკვეთზე ავტოტრანსპოპრტის მოძრაობა თავისუფალია.