ფინანსთა მინისტრი: ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი გეგმას ჩამორჩება

693
ფინანსთა მინისტრი

წინა სტატია

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი გეგმას ჩამორჩება.

“მიმდინარე ბიუჯეტში ცვლილებები არ იქნება. არის მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ჩამორჩება გეგმას. ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ უმეტესის დაკონტრაქტებას მოვახდენთ და თანხასაც გადავცემთ, თუმცა ფაქტობრივი ხარჯი ალბათ არ მოესწრება ამ წელს. აქედან გამომდინარე, ლარზე ზეწოლას ამით არ მოვახდენთ, თუმცა ბიუჯეტის ათვისება მაინც მოხდება”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

სამინისტროს ბიუჯეტის ზედმეტად ოპტიმისტური და არასწორი დაგეგმვა; საპროექტო და სამშენებლო კომპანიების მიზეზით გამოწვეული სამუშაოების შესრულების დაგვიანება; განსახლებისა და მოსახლეობის მიერ შექმნილი პრობლემები, – ეს მიზეზები დაასახელა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილემ და გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ, თუ რატომ ვერ აითვისა უწყებამ 9 თვეში ასათვისებელი თანხა.