ქუთაისის მერია: თეთრი ხიდი თვის ბოლოს გაიხსნება (ვიდეო)

2083

ხუთთვიანი ლოდინის შემდეგ, ქუთაისის მერიამ თეთრი ხიდის გახსნა დააანონსა. მერიას კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა, განაცხადეს, რომ ხიდი თვის ბოლოს საზეიმოდ, გრანდიოზულად გაიხსნება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

ხიდის გახსნაზე, ცისფერყანწელების ლექსების ფონზე, პერფორმანსს წარმოადგენს გოგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი.

როგორ გამოიყურება თეთრი ხიდი გახსნამდე ერთი კვირით ადრე, ნახეთ ვიდეო:

შეგახსენებთ, რომ თეთრი ხიდის რეაბილიტაციაზე პირველი ტენდერი ჩავარდა, მეორე კი 3 აპრილს გამოცხადდა. “თეთრი ხიდის” რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი კომპანია “ალმა-რუს საქართველოს ფილიალმა” მოიგო.

ხიდის რეაბილიტაცია მიმიდნარე წლის ივნისში დაიწყო და თეთრ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 22 აგვისტომდე ჰქონდა, თუმცა, მერიამ სამუშაოები ჯერ 5 სექტმბრამდე, შემდეგ კი სექტემბრის ბოლომდე გადაუვადა.