რატომ აქვს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის ათვისებაში პრობლემა და რომელი პროექტებია შეფერხებული?

სამინისტროს ბიუჯეტის ზედმეტად ოპტიმისტური და არასწორი დაგეგმვა; საპროექტო და სამშენებლო კომპანიების მიზეზით გამოწვეული სამუშაოების შესრულების დაგვიანება; განსახლებისა და მოსახლეობის მიერ შექმნილი პრობლემები, – ეს მიზეზები დაასახელა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილემ და გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ, თუ რატომ ვერ აითვისა უწყებამ 9 თვეში ასათვისებელი თანხა.

ქარსელაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები ტელეკომპანია “პირველის” პირდაპირ ეთერში გააკეთა. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე სამინისტროს 80% -იანი ათვისება აქვს.

“საგზაო დეპარტამენტის ჭრილში 650 მილიონი უნდა შესრულებულიყო და შესრულებულია 503 მილიონი, ანუ დანაკლისია 150 მილიონი ლარი, აქედან უმეტესი წილი მაგისტრალური გზების მშენებლობაზე მოდის. მაგალითად, ყველასთვის ცნობილია, რომ პრობლემურია სამტრედია-გრიგოლეთის გზის პროექტი – გზის პირველი მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებით რამდენიმე წელია, შექმნილია სირთულეები, მოგეხსენებათ, უკრაინულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვეტილია და ამ პროექტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ამ მონაკვეთზე დარჩენილი სამუშაოების განხორციელების შესყიდვის მიზნით, გამოცხადდა ტენდერი და გამარჯვებულ კომპანიას 1-ელ ნოემბრამდე აქვს გარანტიის წარმოდგენის ვადა. ამის შემდეგ კი, ხელშეკრულების გაფორმება.

მეორე და მეოთხე მონაკვეთზე, რომელზეც სამუშაოებს ჩინური კომპანიები „სინოჰიდრო“ და „ჩაინა რეილვეი 23“ ახორციელებენ, წარმოქმნილი ჯდენების შესახებაც ყველასთვის ცნობილია, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა გზის საფარის მოწყობა. „სინოჰიდროს“ შემთხვევაში, სამუშაოები, სადაც ეს ტექნიკურად შესაძლებელია, გრძელდება და კონტრაქტორს უკვე ეკისრება სამუშაოების დასრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო „ჩაინა რეილვეი 23“-ის შემთხვევაში, სამუშაოები ასევე გრძელდება, იქ სადაც ტექნიკური შესაძლებლობა არსებობს და ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც 2018 წლის დეკემბრის ბოლომდეა, ასევე, დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

ამ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს გარემოება, რომ აღნიშნულ მონაკვეთებზე, მიუხედავად არსებული ჯდენებისა, 2018 წელს ბიუჯეტით განსაზღვრული იყო 100 მილიონი ლარის ათვისება, რაც დამეთანხმებით, ზედმეტად ოპტიმისტური მიდგომაა.

რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის მესამე მონაკვეთს, იტალიურმა კომპანია „ტოდინმა“, 1 წლის განმავლობაში არ დაიწყო სამუშაოები, რის გამოც დაწყებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული ღონისძიებები ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტის ჩათვლით. მესამე მონაკვეთის განსახორციელებლად გათვალისწინებული იყო 30 მილიონი ლარი.

ჯამში, სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთზე 2018 წელს დაგეგმილი 145 მილიონი ლარის სამუშაოს შესრულებიდან, 9 თვეში შესრულდა 40 მილიონ ლარის სამუშაოები, ხოლო 2018 წლის სავარაუდო შესრულება სულ იქნება დაახლოებით 50 მილიონი ლარი“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

როგორც ირაკლი ქარსელაძე განმარტავს, ჩამორჩენებია ასევე, ზემო ოსიაური- ჩუმათელეთის მონაკვეთზე და ე.წ. მთის გზების პროგრამაში, რაც თავიდანვე არასწორადაა დაგეგმილი. საერთო ჯამში, მსგავსი სახის დიდი პროექტების ზედმეტად ოპტიმისტურად და არასწორად დაგეგმვამ გამოიწვია ეს აუთვისებელი 155 მილიონი ლარი.

„ისეთი პროექტებია შეტანილი ბიუჯეტში, სადაც დონორი არ იყო ცნობილი და ბიუჯეტში ამის ჩადება სწორი არ იყო. ანაკლიის პორტთან მისასვლელ გზაზე და რკინიგზაზეც 170 მილიონი იყო გამოყოფილი და შემდეგ მაშინვე მოხდა ხელშეკრულების გახანგრძლივება. დაახლოებით 235 მილიონი ლარი ზედმეტად ოპტიმისტურად იყო დაგეგმილი“- აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.

მისივე თქმით, ყველა პრობლემურ საკითხზე აქტიურად მუშაობენ. „355 მილიონი ლარი იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი და ეს ათვისებულია, მეიტიც შესაძლოა, გადაჭარბებითაც კი შესრულდეს ამ კუთხით. ასევე, 3 დიდი ტენდერი იყო გათვალისწინებული წლის ბოლომდე და მათი წარმატებით დასრულების შემთხევაში, აქაც იქნება 100 % -იანი შესრულება და მცირე გადაჭარბებაც არის მოსალოდნელი. ჩვენ ეხლა დამოკიდებული ვართ კანონიერ და პროცედურულ მომენტებზე. არ ვაპირებთ რაიმე კომპრომისზე წასვლას – ბიუჯეტის ასათვისებლად, ტენდერები ვერ შედგება კანონდარღვევით“, -განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მსგავსი სიახლეები
"გასული წელი მნიშვნელოვანი იყო საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის კუთხით, დასრულდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და აქტიური მუშაობა
წინა სტატია მიმდინარე წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხარჯები, დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, 269
შემდეგი სტატია მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის ათვისებაში
E 70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის  მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა.
წინა სტატია "აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ხევი-უბისას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტის“ დაფინანსების მიზნით, საქართველოსა და აზიის განვითარების
ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზა შესაძლოა 4-ზოლიანი გახდეს. საავტომობილო გზების დეპარტამენტში პროექტირება უკვე დასრულებულია. ინფორმაციას allnews-ი ავრცელებს.
წინა სტატია სტატიის გაგრძელება საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რიკოთის საუღელტეხილო გზის, უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ტაკეჰიკო
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ქარსელაძე დიპლომატიურ კორპუსს, ბიზნესასოციაციებისა და საერთაშორისო
წინა სტატია საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიკოთის მონაკვეთის პროექტირება ივნისის ბოლოს დასრულდება, მშენებლობა კი
ბათუმს შემოერთბულ ტერიტორიაზე, მახვილაურის დასახლებაში, 10 ოჯახი თავს დაზარალებულად მიიჩნევს და სახლებიდან რამდენიმე მეტრში ავტობანის მშენებლობის გამო კომპენსაციას ითხოვს.
როგორც ცნობილია, ინფრასტრუქტურის სამინისტრო რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტზე მუშაობს. უკვე ცნობილია, რომ ხევი-უბისას 12.2
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ, კომპანია „China
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე საზედამხედველო კომპანიის
%d bloggers like this: