ქუთაისის მერიამ სარეზერვო ფონდიდან 394 894 ლარი გასცა

667

ქუთაისის მერიამ მომდინარე წლის სარეზერვო ფონდში არსებული თანხის დაახლოებით 80% გახარჯა.

გამოცემა “ნიუპრესისთვის” მიწოდებული ინფორმაციით, ცხრა თვისა და ორი კვირის მონაცემებით, მერიამ  მოქალაქეებზე და გარკვეულ პროექტებზე სარეზერვო ფონდიდან 394 894. 78 ლარი გასცა. მონაცემებით, ირკვევა, რომ ხშირად დღეში რამდენიმე ათეული დახმარება გაიცემოდა. ერთჯერადი დახმარების სახით, გაცემული თანხის მინიმალური რაოდენობა 50 ლარია, მაქსიმალური რაოდენობა ზოგ შემთხვევაში 1 000 ლარს აღწევს.

თვეების მიხედვით ყველაზე დიდი თანხა ივნისში გაიცა. ოქტომბერში კი მხოლოდ ათი დღის მონაცემებით, გაცემულია 17 510 ლარი. ოპოზიცია სარეზერვო ფონდიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე ხშირად საუბრობს. მათი თქმით, სარეზერვო ფონდიდან  მერია თანხებს  წინაასაარჩევნოდ აქტიურად გასცემს, რაც მათი მტკიცებით,  მოქალაქეებზე ზემოქმედების და მოსყიდვის ერთგავარი მცდელობაა.

მონაცემების თვეების მიხედვით ამგვარად გამოიყურება: იანვარში 10 150 ლარი გაიცა. თებერვალში 55 073 ლარი, მარტში 49630.  აპრილში გაცემულია 24 095.  მაისში თანხამ 58 963.5 ლარი შეადგინა, ივნისში–62 241.38, ივლისში–42 968. 9, აგვისტო–21 150, სექტემბერი–53 113, ოქტომბრის ამ დროის მონაცემებით, 17 510 ლარია გაცემული.

შეგახსენებთ, რომ წელს ქუთაისის მერიის სარეზერვო ფონდი 500 ათას ლარს შეადგენს.