ქუთაისში მდინარე ოღასკურას კალაპოტი ჩააბეტონეს

1630

ქუთაისში მდინარე ოღასკურას კალაპოტი ჩააბეტონეს. საუბარია მდინარის იმ მონაკვეთზე, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიედინება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

როგორც ადგილზე მყოფი მუშები აცხადებენ, კალაპოტის დაბეტონება იმ მიზნით მოხდა, რომ თავიდან იქნას აცილებული მდინარეში ნარჩენებისა და ქვა-ღორღის დაგროვება.  მათი თქმით, მდინარეს, ასევე,  გაუკეთდება ბეტონის ჯებირები და აღნიშნავენ, რომ მდინარის კალაპოტის დაბეტონება ერთის მხრივ ხელს შეუწყობს წყლის სწრაფ დინებას, მეორეს მხრივ კი ბეტონის ჯებირები დაიცავს მას კალაპოტიდან გადმოსვლისგან.

შეგახსენებთ, რომ სპეციალისტები ოღასკურას ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მდინარედ მიიჩნევენ ქუთაისში. უხვი ნალექის დროს მდინარე დიდდება, რის გამოც ქალაქის ქუჩები იტბორება.