სამოქალაქო აქტივისტს, რომელსაც გორის მერიის თანამშრომელმა თავზე ურნა ჩამოაცვა, ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარეს

890

წინა სტატია

სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილის, რომელსაც გორის მერიის თანამშრომელმა თემურ მანველიშვილმა თავზე ფუნა და საკენკი დააყარა, საგამოძიებო ორგანომ ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარა. ინფორმაციას მაქარაშვილი თავის ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ გორის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტებმა მერის კონსტანტინე თავზარაშვილის წინააღმდეგ აქცია გამართეს. სამოქალაქო მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას“ წევრმა ახალგაზრდებმა ადმინისტრაციული შენობის კიბეზე ნაკელი და მარცვლეული (საკენკი) დაყარეს და გორის მერს კონსტანტინე თავზარაშვილის მის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებული განცხადების გამო საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.

აქციის დასრულებისას აქტივისტებმა ტერიტორიის დასუფთავება თავად დაიწყეს, რა დროსაც ინციდენტი მოხდადა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა, თეიმურაზ მანველიშვილმა აქციის მონაწილე მაქარაშვილს ნაგვით სავსე ურნა თავზე დააყარა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და თეიმურაზ მანველიშვილს ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის შესრულება ან თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით ემუქრება.

გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ გორის მერიის თანამშრომელი თემურ მანველიშვილი, რომელმაც მას ფუნა და საკენკი თავზე დააყარა, ლევან იზორიას მოადგილის ცოლის ძმაა.