დიდუბის რაიონში, კედიას ქუჩის N4-ში, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები მოეწყო

1368

დიდუბის რაიონში, სპირიდონ კედიას ქუჩის N4-ში, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნების მშენებლობა დასრულდა.

გამგეობის ინფორმაციით, ფეხბურთის მოედანზე 480 კვ.მ ფართობზე კომბინირებული ბალახის ხელოვნური საფარი დაიგო და დამონტაჟდა ფეხბურთის კარი.

ასევე, კალათბურთის მოედანზე 480 კვ.მ ფართობზე პოლიპროპილენის მულტიფუნქციური ფილები დაიგო და კალათბურთის ფარები დამონტაჟდა.

ამასთან, სპორტული მოედნების ტერიტორიაზე გარეგანათების სისტემა დამონტაჟდა.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ “დოკასპორტმა“ შეასრულა, რომლის ღირებულებამ 163 552 ლარი შეადგინა.